Thursday, January 23, 2025

ჩვენ მეშვიდეები ვართ!

 გთავაზობთ ჩვენი სასკოლო ცხოვრების ამსახველ ისტორიებს.გვინდა ჩვენი ემოციები და შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

თემა- ჩემი სკოლა

ავტორი -ელენე გადელია


ჩემი სკოლა „ჯი-ელ-სი“-ს კერძო სკოლაა, საუკეთესო ადგილი სადაც მე ვსწავლობ. აქ ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს , რომლებიც ყოველთვის მზად არის დახმარებისტვის.კლასელებიც მშვენიერები და მეგობრულები არიან, რაც სწავლას უფრო სასიამოვნოს ხდის. ეს სკოლა ასევე  გვთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს და ღონისძიებებს რომლებიც ხელს უწყობს ჩვენს პიროვნულ განვითარებას. ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის სახალისო სასწავლო გარემოს




ავტორი-ნინი ადამია

გამარჯობა

მე ვარ ნინი ადამია, ვსწავლობ GLC-ს სკოლაში.

მახსოვს როდესაც აქ პირველად მოვედი ვიყავი ოდნავ შეშინებული და დაბნეული რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის იყო ახალი თუმცა რამოდენიმე დღეში კლასელებსაც და მასწავლებლებსაც კარგად მივეჩვიე. მასწავლებლები ცდილობდნენ რომ დაგვხმარებოდნენ სწავლაში, ჩემი კლასელები კი ძალიან მეგობურეულები არიან. ერთ დღეს მთელმა სკოლამ გადავწყვიტეთ რომ მოგვეწყვო ფართი , დავდგით რამოდენიმე ცეკვა თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო სამწუხაროთ ფართი გავაუქმეთ, ამის მიუხედავად სკოლელებთან ცეკვის დადგმა იყო ძალიან სასიამოვნო,ასევე გვაქვს სხვადასხვა ტრენინგები და სახალისო აქტივოვებები.

მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან სკოლელები არიან ძალიან მეგობრულები და ტკბილები.


ავტორი- სესილი გრიგოლია

გამარჯობა!

მე, სესილი ვარ. ვსწავლობ GLC-ის კერძო სკოლაში. GLC-ში

მე-7 კლასში გადმოვედი. თავიდან ვყოყმანობდი ამ სკოლაში გადმოსვლაზე და ახალ მასწავლებლებთან ურთიერთობაზე, რადგან ძველი მეგობრების და კლასის დატოვება არ მინდოდა, რომლებთანაც გავიზარდე, როცა გავიგე, რომ ჩემი ახლო მეგობრები, ჩემი კლასელები იქნებოდნენ ძალიან გამიხარდა, რომ მარტო არ ვიქნებოდი და დადგა პირველი დღე, ძალიან არ მინდოდა წასვლა და სიმართლე გითხრათ, ცოტა ვნერვიულობდი, როდესაც შევედი საკლასო ოთახში, ბევრი ნაცნობი სახე დავინახე, რამაც დამამშვიდა. 

მთელი დღე თავში ერთი რამ მითრიალებდა: "ნეტავ ჩემს ძველ კლასელებთან ვიყო სკოლაში" გავიცანი ახალი მასწავლებლები, რომლებიც თბილები და საინტერესოები იყვნენ, ახალი მეგობრებიც შევიზინე და სახლში კმაყოფილი დავბრუნდი. ახლა უკვე ნახევარი წელია რაც GLC-ში ვსწავლობ და სულაც არ ვნანობ აქ გადმოსვლაზე. დღითიდღე ახალ, საინტერესო და ცხოვრებისეულ ინფორმაციებს ვიგებ. ამ სკოლამ ასევე მასწავლა ტოლერანტობა, სიყვარული და მეგობრობა.



არავის არ შეგეშინდეთ ცვლილებების,რადგან               ცვლილებები საჭირო რამაა ყველას ცხოვრებაში!


ავტორი-ნიკოლოზ ფარცვანია

მე ვსწავლობ კერძო სკოლა ჯი-ელ-სში.იგი მდებარეობს ქალაქ ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე. მე ამ სკოლის მე-7 კლასელი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებლები და კლასელები. თავდაპირველად, როდესაც ამ სკოლაში გადმოვედი თავს უცხოდ ვგრძნობდი. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. ისინი თბილად მექცეოდნენ და მეც ნელ-ნელა კლასელებს დავუახლოვდი. აქ სწავლობენ ჩემი ყოფილი კლასელები და ბაღელები. კლასი ძალიან მეგობრულია. კლასელები ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ და ვეხმარებით ერთმანეთს. ასევე ვმეგობრობ ჩემზე უფროს კლასელებთანაც. ვამაყობ ჩემი სკოლის მოსწავლეთა წარმატებებით და მეც ვეცდები ამ სკოლის დახმარებით განვვითარდე და მივაღწიო წარმატებას.

მე ამ სკოლაში მომწონს ის , რომ შემიძლია ავიღო DSD დიპლომი და უმაღლეს დონეზე შევისწავლო გერმანული ენა. ასევე ძალიან მომწონს, რომ  ყოველ თვე გვაქვს ფსიქოლოგთან დისკუსია.

არ მომწონს, რომ დიდი ყურადღება არ ეთმობა სპორტს, რადგან ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა ჩემი სკოლის ყველა პედაგოგს და მოსწავლეს ვუსურვო წარმატებები და საუკეთესო მომავალი.

 თემა-ჩვენი სკოლა
ავტორი- ელენე ნანეიშვილი

ჩემი სკოლა, ჯი-ელ-სი, ზუგდიდში მდებარეობს . აქ სწავლა  ნამდვილად საინტერესოა, რადგან მასწავლებლები გვეხმარებიან და ყოველთვის მზად არიან,რომ ნებისმიერ კითხვას უპასუხონჩემი  სკოლა გამოირჩევა თანამედროვე სასწავლო მეთოდებით და მეგობრული გარემოთი.

       სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა უცხო ენებს, მათ შორის, ინგლიურისა და გერმანულს, რაც საშუალებას გვაძლევს გავხსნათ კარი მსოფლიო დონის განათლებისთვის.

       მე ძალიან ვამაყობ, რომ ამ სკოლის მოსწავლე ვარ, რადგან ის ჩემს წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მეხმარება გავხდე უკეთესი და განათლებული ადამიანი














თემა-ჩემი სკოლა
ავტორი-მართა მალანია

მე მართა მალანია ვარ ზუგდიდის ჯიელსის სკოლის მოსწავლე .ჩემთვის სკოლა დიდი ოჯახია,სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და პატივს ვცემს. მასწავლებლები და მოსწავლეები ძალიან კარგები არიან. ყველა პედაგოგის ცდილობს სახალისო და კრეატიულად გვასწავლოს.მე გამიჭირდა ჩემი სკოლის დატოვება და სხვაგან გადასვლა ,მაგრამ ეხლა არც ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას ,რადგან აქ ბევრი მეგობარი და კარგი ადამიანი შევიძინე. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა,ამაზე უკეთეს ადგილს ვერსად ვერ ვიპოვი.

თემა-ჩემი სკოლა
ავტორი-საბა ქირია

გამარჯობამე ვარ GLC სკოლის ზუგდიდის მოსწავლე .

მე ახალი გადმოსული ვარ GLC სკოლაში ამ სკოლაში ბევრი აქტივეობები იმართება.  ასევე აქ კეთილი და მეგობრული მასწავლებლები და მოსწავლეები არიან. ამ სკოლაში უკვე ნახევარი წელია დავდივარ,მე ამ აქ ბევრი ბავშვი გავიცანი და უმეტესობასთან ვმეგობრობ. აქ ძალიან ხშირად გვიტარდება აქტივობები რომლებიც ძალიან სახალისოა და საგანამათლებოა. თავდაპირველად რთული იყო ამ სკოლასთან შეგუება აქ არის განსხვავებული მოთხოვნები და აქ უფრო მკაცრია წესები.  მაგრამ ნელ- ნელა სხვა კლასბიც გავიცანი და ნაცნობებიც ვნახე რამაც ამ სკოლაში გარემოსთან შეგუება უფრო გამიადვილა. ამ სკოლაში ბევრი კლუბი არის სადაც ხშირად იმართება აქტივობები როგორიცაა: მოქალაქეობის,სპორტის,ხელოვნების და ბევრი სხვა კლუბი. ჩვენს სკოლაში როგორც სხვა სკოლებში იმართება მისწავლეთა თვითმმართველობა ე.გ (კენჭის ყრა) სადაც 1 წლის ვადით ვნიშნავთ მოსწავლეს ე.გ (პრეზიდენტს). ამ სკოლაში კლასებს შორის ტარდება შეჯიბრებები როგორიცაა:ჭადრაკი,რა სად როდის,სკოლბურთი, და ბევრი რამ.ჩემი აზრით ეს სკოლა არის საინტერესო და სახალისო აქ არის გაძლიერებული სწავლა უცხო ენებში როგორიცაა.: გერმანული და ინგლისური. მე ყველა თანატოლს  ვურჩევ რომ გადმოვიდეს ამ სკოლაში.მე GLC-ში გადმოსვლას არ ვნანობ.სკოლა GLC ჩემი მეორე სახლია .

ჩვენ მეშვიდეები ვართ!

ჩვენ მეშვიდეები ვართ!

  გთავაზობთ ჩვენი სასკოლო ცხოვრების ამსახველ ისტორიებს.გვინდა ჩვენი ემოციები და შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. თემა- ჩემი სკოლა ავტორი -ელენე გა...