20 ნოემბერი - "ბავშვის უფლებათა კონვენციის" საეთაშორისო დღეა!
ჯი-ელ-სი-ს სკოლის პრეზიდენტი: ნიაკო ვეკუა
მოგესალმებით!
იცით თუ რა დღეა დღეს და რა დატვირთვა აქვს ამ დღეს საზოგადოებისათვის? დღეს 20 ნოემბერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი-ბავშვების მსოფლიო დღეა.1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია. რაც შეეხება საქართველოს, იგი ამ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა!
,,Children aren’t only seen,they are heard too.”-ამბობს ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიაკამპანია. ბავშვებს,როგორც ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ და აქვთ თავიანთი უფლებები.ეს შეეხება განათლების მიღებას,სიტყვის თავისუფლებასა თუ ჯანმრთელობის უზრუნველყოფას. იუნისეფი საქართველოშია და მათი მიზანი მსგავსადაა გადმოცემული:,,ჩვენი მიზანია, თითოეული ბავშვი იყოს დაცული, ჯანმრთელი და განათლებული, განსაკუთრებით, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მიღმა დარჩენილი ბავშვები.“
ყველა დამეთანხმებით ალბათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს თარიღი ყველა ადამიანისთვის. ბავშვებისთვის ეს დღე ორმაგად საზეიმო და გასახარია,რადგან ეს დღე მათია.მშობლებისთვისაც,რადგან ამ კოდექსით იციან თუ როგორ არიან დაცული თავიანთი შვილები კანონითა და კონვენციით.
გილოცავთ დღევანდელ დღეს!
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕
ელენე კერძევაძე- ინტერნეტსტატია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს
მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც.
საუკუნეების მანძილზე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არაფრად ითვლებოდა ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობები, იქნებოდა ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, მნიშვნელოვნად იზღუდებოდა არა თუ უმაღლესი, არამედ საბაზისო განათლების შესაძლებლობაც, ბავშვებს არ ჰქონდათ ღირსეული სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა; ბავშვები ჩვეულებრივად იყვნენ ჩაბმული მძიმე სამუშაოს შესრულებაში, ხდებოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი, მაღალი იყო სტატისტიკა ბავშვთა სიკვდილიანობის და ა.შ.
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕
გიგი რუხაია - მე-10 კლასის მოსწავლე
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕
სასკოლო საზოგადოებაში გამოკითხვა ჩაატარეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა : ლუკა ბოხუა და მარიამ შამუგიამ
დეტალები იხილეთ ქვემოთ
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕
იხილეთ ბმული:
მე-10 კლასელ სოფო ჭეჟიას პრეზენტაცია ბავშვის უფლებათა კონვენციაზე
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕
ვიდეო ბლოგის ბავშვის უფლებათა კონვენციაზე
ავტორი: მარიამ შელია
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕
ბავშვთა დაცვის კონვენცია
1989 წლის 20 ნოემბერი
1989 წელს შეიქმნა ბავშვთა დაცვის კონვენცია, რაც გულისხმობს ბავშვების
უფლებების დაცვას. ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონა ადამიანები და არა
უბრალოდ ქველმოქმედების ობიექტები.
ბავშვთა დაცვის კონვენცია არის, ბავშვთა დაცვის პირველი უფლებათა კრებული,
რომელიც თითოეული ბავშვისთვის უნდა იყოს გარანტირებული. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ
შეთანხმებათა შორის ბავშვის უფლებათა კონვენცია ისტორიაში ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ
არის რატიფიცირებული.
კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან და ის ამყარებს ბავშვთა კეთილდღეობის
მინიმალურ სტანდარტებს, მათი განვითარების თითოეული ეტაპისთვის. ეს დოკუმენტი 18 წლამდე
ყველა ადამიანს ეხება გენდერის, წარმომავლობის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის
მიუხედავად.
საქართველო ბავშვების უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და ვალდებულია,
დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატიური ოქმები:
2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენციის
ორი ფაკულტატური ოქმი შეიარაღებული კონფლიქტებისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა
დაცვის გაუმჯობესების მიზნით. ესენია ბავშვისუფლებათა კონვენციის „ფაკულტატური ოქმი
შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ“ , „ფაკულტატური ოქმი ბავშვებით
ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“
2014 წელს მიღებულმა მესამე „ფაკულტატურმა ოქმმა შეტყობინებების პროცედურების
შესახებ“ ბავშვებს საშუალება მისცა, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევები პირდაპირ
შეატყობინონ ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომელიც მეთვალყურეობას უწევს კონვენციის
შესრულებას.
საქართველო სამივე ფაკულტატური ოქმის ხელისმომწერია და ამრიგად ვალდებულია,
დაიცვას ამ სამი დოკუმენტით გათვალისწინებული უფლებები.
წყარო:https://www.unicef.org/georgia/ka/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
სტატიის ავტორი: გაბრიელ შეროზია
20.11.22





